Thursday, May 22, 2014

Ariana&Brooks?

Ariana Grande და Jai Brooks-ი რამდენიმეწლიანი დაშორების შემდეგ კვლავ ერთდ არიან
Ariana Grande და Jai Brooks-ი რამდენიმეწლიანი დაშორების შემდეგ კვლავ ერთდ არიან და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. შემსრულებლები ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ერთად გამოიჭირეს და კამერებმა მათი ვნებიანი კოცნის დაფიქსირებაც მოახერხეს - ამჯერად კი წყვილმა საქმე უფრო გაუმარტივა პრესას - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი. სურათზე Ariana Brooks-თან ერთად არის გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ  Ariana და Jai ამ ეტაპზე არ ადასტურებენ რომანს ზემოთხსენებული ფოტო და პაპარაცების მიერ დაფიქსირებული კადრები ყველაფერზე მეტყველებს.

წყვილის ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა მალევე დაშორდნენ. ამის შემდეგ Ariana-მ The Wanted-ის წევრის Nathan Sykes-თან გააბა რომანი, Jai-მ კი მარტომ გააგრძელა ცხოვრება. სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მათ ურთიერთობა აღადგინეს და უკვე ერთობლივ ფოტოებსაც იღებენ და არც არაფერს მალავენ...

Grande-სა და Brooks-ის ფანები მათი რომანით აღფრთოვანებულები არიან - ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო - თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა - საინტერესოა ამჯერად რამდენ ხანს გასტანს წყვილის რომანი...