Kanye West ის რომანები.
ქანიე ვესთი დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული შემსრულებელია. ის ყოველთის
არის
საზოგადოების
ყურადღების
ცენტრში. ამჟამად, მის გვერდზე, უკვე მეუღლე - კიმ კარდაშიანი იმყოფება. ქანიეს კიმის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში
ჰქონდა გრძნობა. და აი, 2014 წლის 24 მაისს მათი სიყვარული ქორწილით დაგვირგვინდა. სანამ ერთად
იქნებოდნენ,
ქანიეს
მანამდეც ჰყავდა სხვა შეყვარებულები. ზოგიერთი ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურებულია, ზოგიერთი კი მხოლოდ
და მხოლოდ ჭორია. მოდით, გადავხედოთ რა გზა განვლო ქანიემ, სანამ კიმი შეუყვარდებოდა.
ალექსის ფაიფერი
2002 - 2008
ქანიეს ურთიერთობა დიზაინერ ალექსის ფაიფერთან 2002 წელს დაიწყო.
ისინი
2006 წელს
ოფიციალურად
დაინიშნნენ.
ამბობენ, რომ მათი ქორწილის დიდი მომხრე ქანიეს დედა, დოდნდა ვესთი იყო. ისინი ორი წლის განმავლობაში იყვნენ
დანიშნულები და 2008 წელს დაშორდნენ. როგორც ამბობდნენ, მეგობრებად დარჩნენ. ქანიეს ალბომი '808s
& Heartbreak' კი ამ დაშორებით იყო შთაგონებული.
რუკ კრიტენდონი
2005 - 2006
ალექსის
ფაიფერთან განშორების
შემდეგ, ქანიე
ტკბებოდა მარტოხელა
ადამიანის ცხოვრებით.
მან თქვა,
რომ ყოველთვის
ჰყავდა
შეყვარებული და
ახლა არავისთან
ყოფნის სურვილი
აღარ ჰქონდა,
მაგრამ ერთი
წლის შემდეგ
მან ურთიერთობა
დაიწყო
მოდელ - ბრუკ
კრიტენდონთან, სანამ
ისევ არ
აღადგენდა ურთიერთობას
ალექსის ფაფერთან.
ემბერ როუზი
2008 - 2010
2008 წელს ქანიემ ნახა ვიდეოკლიპი “What Them Girls Like”, რომელშიც ემბერ
როუზი ცეკვავს. ქანიე მისი უნიკალური
იმიჯით ძალიან მოიხიბლა. ამის შემდეგ, როგორც ემბერი ამბობს, ქანიემ დაურეკა
და უთხრა: “გამარჯობა, მე ქანიე ვარ.”
მათ დაიწყეს ურთიერთობა. ქანიემ ემბერი გრემის დაჯილდოვებაზე დაპატიჟა, მაგრამ
მაშინ ჯერ შეყვარებულები არ იყვნენ.
ემბერი ქანიეს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა კადრს მიღმა. მათ არც წითელ
ხალიჩაზე არ გაუვლიათ ერთად. რეპერი
მას ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა. გოგონამ კი თქვა, რომ მას მანამდე ასეთი საჩუქრები
არავისგან არ მიუღია. შემდეგ, ემბერმა
გაუმხილა, რომ ეგზოტიკური მოცეკვავე იყო. ქანიემ კი უპასუხა: "მე არ
მაინტერესებს, თუ შენ თავი გაქვს
გადაპარსული, ან მეძავი ხარ, მე უბრალოდ მინდა შენთან ერთად ვიყოთ".
როგორც ემბერი ამბობს, სწორედ მაშინ
შეუყვარდა ქანიე. ამის შემდეგ დაიწყო მათი ერთად გამოსვლები ყოველდღიურად
თუ წითელ ხალიჩაზე, სამოდელო ბიზნესი
და ა.შ. ემბერი ჯეი ზის და ბიონსეს დაუმეგობრდა და მათგან ბევრი რამ ისწავლა.
ყველაფერი არაჩვეულებრივად
მიდიოდა, სანამ არ გამოჩნდა კიმ კარდაშიანი. ემბერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
"ორივე გვღალატობდა. მე და
რეჯის(კიმის ყოფილი შეყვარებული). კიმი ქანიეს თავის სურათებს უგზავნიდა და
მე უბრალოდ
ვფიქრობდი: "კიმ, უბრალოდ გაჩერდი! ნუ იქნები ასეთი. მე მეგონა გაიგებდა
ამას, მაგრამ ვერ გაიგო".
შაელ იმანი
2010 - 2011
ქანიეს ხშირად ამჩნევდნენ ვიქტორიას სიკრეტის მოდელთან - შანელ იმანთან ერთად.
ამასთან, შანელი ქანიეს
ჩვენებაზეც გამოვიდა. ამ ყველაფერს უამრავი ჭორი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ
ორივემ უარყო ურთიერთობა.
მელოდი თორნტონი
2010
ნიუ იორკში Fashion's Night Out-ზე ქანიე და მელოდი შეამჩნიეს ხელჩაკიდულები.
ერთ-ერთმა წყარომ New York Daily-ის
აცნობა, რომ ისინი ერთმანეთს რამდენიმე კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ.
სელიტა ებანქსი
2010
ქანიე და სელიტა რამდენჯერმე შენიშნეს ერთად, ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
ეს კი საკმარისი აღმოჩნდა
იმის სათქმელად, რომ შეყვარებულები იყვნენ. როგორც ცნობილია, ისინი დიდი ხნის
განმავლობაში მეგობრობდნენ,
მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამას დაემატა ის, რომ სელიტამ მონაწილეობა
მიიღო
ქანიეს მინი-ფილმში "Runaway".
ვირჯინი მორი
2011
რეალურად რა ხდებოდა მათ შორის გაურკვეველია, მაგრამ ფაქტია, რომ კანში ისინი
საეჭვო მომენტში დააფიქსირეს.
კიმ კარდაშიანი
2012 - დღემდე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქანიეს დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა კიმი. შემდეგ
კიმისგანაც წამოვიდა ინიციატივა.
მათ დაიწყეს სახალხოდ ერთად სიარული და რომანტიკული პაემნები. მალე მათ შვილი
ეყოლათ, სახელად ნორთი.
შემდეგ, კიმის 33-ე დაბადების დღეზე ქანიემ ხელი სთხოვა კიმს და 2014 წლის
24 მაისს მათი ქორწილი შედგა.