Tuesday, May 27, 2014

Kim Kardashian– ის და Kanye West – ის ქორწილი როგორც იქნა შედგა.

Kim Kardashian– ის და Kanye West – ის ქორწილი როგორც იქნა შედგა.




Kim Kardashian-ისა და Kanye West-ის ქორწილი უკვე უკან მოვიტოვეთ, თუმცა ალბათ არავის გვაქვს შეგრძნება, რომ ეს წლის ყველაზე გრანდიოზული ქორწილი იყო - ალბათ ეს იმის დამსახურებაა, რომ ცერემონიაზე არც პაპარაცები და არც ჟურნალისტები არ დაიშვებოდნენ, პრესაში კი მხოლოდ რამდენიმე ფოტო გავრცელდა, რომელზეც ვარსკვლავური წყვილი არც კი ჩანს...

Kardashian-ისა და West-ის ქორწინების ცერემონიალი 24 მაისს, იტალიაში შედგა - როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოთი ირკვევა წყვილმა უარი თქვა ძვირადღირებულ მანქანაზე და ურთიერთობის დასაკანონებლად არც მეტი არც ნაკლები ეტლით გაემართნენ...

მას შემდეგ რაც Kim-ისა და Kanye- ქორწილის შესახებ აგორდა ხმები, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი მეგობარი Beyonce და მისი მეუღლე Jay Z ცერემონიას არ დაესწრებოდნენ. ამ დრომდე უცნობი რჩება რა გახდა ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა ფაქტია Bey- და Jay Z- მიწვევაზე უარი თქვეს...

მიუხედავად იმისა, რომ არენბი დივა და მისი მეუღლე ქორწილს მიღმა დარჩნენ,  Kim-სა და Kanye- სხვა არაერთი სტუმარი ჰყავდათ მიწვეული ღონისძიებაზე - მათ შორის იყვნენ John Legend- და მისი მომხიბვლელი მეორე ნახევარი - Christine Teigen-...


Kim-ის ქორწილის ექსკლუზიური კადრების ნახვა მაყურებელს ალბათKeeping Up with the Kardashians”-ის ერთ-ერთ ახალ ეპიზოდში შეეძლება, ან სულაც რომელიმე ძვირადღირებული გამოცემა მას მილიონებად შეიძენს - მანამდე კი რეალითი შოუს ვარსკვლავის ქორწილის ერთადერთი ფოტოს ნახვის საშუალება გვაქვს...