Tuesday, July 22, 2014

რა კავშირი აქვს Beyoncé-ს ეროტიკულ ფილმ “Fifty Shades of Grey”-სთან?!

რა კავშირი აქვს Beyoncé-ს ეროტიკულ ფილმ “Fifty Shades of Grey”-სთან?!


Beyoncé “Fifty Shades of Grey”-ს შექმნაში იღებს მონაწილეობას - თუმცა, თუკი გგონიათ, რომ სურათში ვარსკვლავის მიმზიდველი ფორმების შიშვლად ხილვას შეძლებთ - ძალიან ცდებით - არენბი დივა უბრალოდ ნამუშევრისათვის საუნდტრეკს ქმნის. ცოტა ხნის წინ შემსრულებელმა სოცლაიური ქსელების საშუალებით ეგრედ წოდებული სნიპეტი გაავრცელა - მთავარი გმირები Beyoncé-ს სიღერის ფონზე ჩანან. როგორც ამბობენ, სპეციალურად “Fifty Shades of Grey”-სათვის იქმნება "Crazy In Love"-ის რემიქსული ვერსია.


ზემოთხსენებული “Fifty Shades of Grey” ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სამომავლო პროექტია - მისი პრემიერა 2015 წლის დასაწყისში უნდა შედგეს - მთავარ როლებს, Dakota Johnson-ი და Jamie Dornan-ი შეასრულებენ. რეჟისორის ამპლუაში კი Sam Taylor-Johnson-ი მოგვევლინება.

სიუჟეტი მილიონერსა და ინტერვიუზე მისულ სტუდენტს შორის ვითარდება და მრავალი ეროტიკული სცენითაა დატვირთლი - ამიტომ მთელი მსოფლიო “Fifty Shades of Grey”-ს გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდება და 2015 წლის ყველაზე სკანდალურ პროექტსაც უწოდებს.