Lady Gaga Is NOT Satanists !!!
რამოხდა სინამდვილეში : გაგას ტურნზე რამოდენიმე პერფორმანსისას ესვა სისხლის ფერი საღებავი და კონცერტის შემდეგ მან ეს საღებავი ჩამოიბანა.
Gaga ხშირად იყენებდა ამ ჟესტიკულაციას, რის გამოც ადანაშაულებდნენ ილუმინატობაში. თუმცა ამ სიმბოლოს სულ სხვა ახსნა აქ.
მაგალითად : იტალიელებისთვის ეს ნიშანი ნიშნავს 'PERFECT' , ხოლო ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ნიშნავს 'OKAY' - ს, ძველ წყაროებში სიმბოლო კავშირში იყო შურისძიებასთან და ნიშნავდა მოღალატის თვალთვალს.მსგავს ჟესტს იყენებენ მზარეულებიც. ზოგადად სისულელედ მიაჩნიათ მისი გაშიფვრა,როგორც 666. ამ ჟესტს იყენებს ვარშკვლავების 90 %, მაგრამ არავინ საუბრობს მათ სატანისტობაზე.
იცით, რომ ამ ჟესტს საკმაოდ ხშირად იყენებდა რომის პაპიც ? ისიც სატანისტი იყო ?
უზარმაზარი აჟიოტაჟი მოყვა გაგას კლიპს 'Judas', სინამდვილეში კი ყველა რელიგიური სცენა თუ პერსონაჟი გამოყენებულია გადატანითი მნიშვნელობით. იუდაში გაგა აიგივებს თავის ყოფილ ბოიფრენდს, რომელმაც უღალატა (მოგეხსენებათ, რომ იუდა ყველაზე სისი მოღალატეა), მაგრამ მაინც უყვარს. მიყომაც ამბობს: "მაგრამ მე მაინც მიყვარს იუდა"
სიმბოლო, რომელიც ჩანს კლიპში 'Born This Way' არაფერს შუაშია რქიან დემონთან ან ეშმაკის თხასთან, ეს არის უბრალოდ ვაგინა, საიდანაც იბადება ადამიანი (და ვინც კლიპის აზრი იცის, მარტივი მისახვედრია)
'ანტიგაგურ' ვიდეოში ნაჩვენები იყო ეს კარდი 'Bad Romance' - დან, როგორც ილუმინატის დატვირთვა.
რა ილუმინატი ? ეს არის 'NEMIROF' - ის ბრენდული ნაწარმი 'არაყი' და საერთოდ რა სისულელეა ყველაფერს, რასაც სამკუთხედის ფორმა აქვს ილუმინატოთან არის კავშირში ? !
ის იყო პირველი ვარსკვლავი, რომელის ყველაზე ადრე დაუკავშირდა იაპონიის მთავრობას და გადაურიცხა დაზარალებულებს 1,5 მილიონი. ასევე სოციალურ ქსელებში მოუწოდა ფანებს დახმარებოდნენ მათ. გარდა ამისა, მან გამოუშვა სამაჯური წარწერით 'WE PRAY FOR JAPAN' ('ჩვენ ვლოცულობთ იაპონიისთვის'), რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხაც მთლიანად დაზარალებულებს გადაერიცხათ.
'ყოველთვის არასწორის გძულდეს, მაგრამ არასოდეს არის სწორი გიყვარდეს' - Lady Gaga
სატანისტები ასეთ რამეს მოგვიწოდებენ ?
'გაეროსა' და 'Unicef' ის სახელით გაგა 2012 წელს ეწვია პერუს ბავშვთა სახლს. მან საჩუქრები მიუტანა პატარებს და მადლიერების დღე მათთან ერთად გაატარა. ის ასევე ეწვია სამხრეთ აფრიკის ერთ–ერთ ბავშვთა სახლსაც.
მან მადლიერების დღეზე, ABC - ს სპეციალურ გამოშვებაში 'A Very Gaga Thancsgiving' მოიწვია ბავშვები, კერძოდ კათოლიკური სკოლის მოსწავლეები.
სატანისტები ვერ იტანენ ძაღლებს, გაგას კი ძალიან უყვარს მისი ძაღლი 'აზია' და მთელ თავისუფალ დროს მასთან ატარებს. ამის დასადასტურებლად ისიც საკმარისია რამოდენიმე წუთით შეიხედოთ მის სოციალურ გვერდზებზე.
სიმღერაში 'You And I' გაგა ამბობს ფრაზას : ,,There's Only Thee Men That I'ma Serve My Whole Life.. It's My Daddy and Nebraska and Jesus Christ.(მხოლოდ სამი კაცია ვარგისი ჩემს ცხოვრებაში, ეს არის მამაჩემი, 'ნებრასკა' და იესო ქრისტე')
ეკლესიამ ასევე დაგმო ის კარდი,სადაც 'Alejandro' ში გაგა ჯვარს ყლაპავს. ეს კადრი გაგამ ასე ახსნა :
'ადამიანმა ზოგჯერ უნდა გადაყლაპოს ეკლესიური დოქტრინა და მიიღოს ყველა ისეთი, როგორებიც არიან. ეკლესია დღეს ისე დევნის მათ (არატრადიციული ორიენტაციის ხალხს), როგორც ნაცისტები დევნიდნენ ებრაელებს.
გაგას წლებია უკეთია მაჯაზე მშვიდობის სიმბოლო, რას უკვე გამორიცხავს მის სატანისტობას ! ვინც არ იცით მაინც ამ სიმბოლოს დატვირთვა, უბრალოდ ჩაწერეთ Google - ში 'Peace Symbol' და დაელოდეთ რას ამოგიგდებთ.
ის ყოველთვის ტირის, როცა ასრულებს თავის სიმღერას 'Dope' და სიმღერის ტექსტში ამბობს : 'God Forgive My Sins' (ღმერთო მაპატიე ჩემი ცოდვები)
სატანისტები ღმერთს სთხოვენ ცოდვების შენდობას ?
გაგა სიმღერაში 'Born This Way' ამბობს: 'I'm Beautiful in my way 'Couse God makes no mistakes' (მე ვარ მშვენიერი ჩემს გზაზე, რადგან ღმერთი არ უშვებს შეცდომებს)
მთლიანად სიმღერის გზავნილია თანასწორობა, ის რომ ადამიანები იბადებიან ასეთები და ჩვენ უნდა შევიყვაროთ ისეთები, როგორებიც არიან. მთავარია ადამიანი და არა სქესი, ეროვნება, რელიგია ან კანის ფერი.
ეს ინფორმაცია ფანის მიერ გაკეთებული ვიდეოდან გადმოვაკოპირეთ. იხილეთ ვიდეო :