Tuesday, July 22, 2014

Beyonce ს და Jay Z ს სიყვარულის ისტორია ♥

ბიონსე და ჯეი ზი ❤ სიყვარულის ისტორია 

თითქოს გუშინ იყო, როდესაც ჯეი ზი და ბიონსე პირველად შევნიშნეთ ერთად. რა თქმა უნდა, 
ეს გუშინ არ მომხდარა. ისინი უკვე 13 წელზე მეტია, რაც ერთად არიან. გადიოდა წლები 
და ისინი თავიანთ ურთიერთობას ასაიდუმლოვებდნენ და სიყვარულსაც მალავდნენ, მაგრამ 
დადგა დრო, როდესაც დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ფარდა ახადეს ყველაფერს და 
სხვადასხვა ინტერვიუებში ისაუბრეს ერთმანეთის შესახებ.


თითქოს გუშინ იყო, როდესაც ჯეი ზი და ბიონსე პირველად შევნიშნეთ ერთად. რა თქმა უნდა, 
ეს გუშინ არ მომხდარა. ისინი უკვე 13 წელზე მეტია, რაც ერთად არიან. გადიოდა წლები 
და ისინი თავიანთ ურთიერთობას ასაიდუმლოვებდნენ და სიყვარულსაც მალავდნენ, მაგრამ 
დადგა დრო, როდესაც დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ფარდა ახადეს ყველაფერს და 
სხვადასხვა ინტერვიუებში ისაუბრეს ერთმანეთის შესახებ.

ამ ბოლო, რამოდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბლუ აივი 
დაიბადა, ისნი უფრო გულწრფელად საუბრობენ თავიანთ ურთიერთობაზე. ფაქტობრივად, 
მათ გარკვეული სახის ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ დავასკვნათ თუ როდის და როგორ 
დაიწყო მათი ურთიერთობა.

და აი, თავად ბიონსესა და ჯეი ზის დახმარებით, თქვენს წინაშეა მათი სიყვარულის ისტორია.

♥ ♥ ♥ 
ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ბიონსესა და ჯეი ზის ურთიერთობა "Bonnie & Clyde"-ით 
დაიწყო. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უფრო ადრე იცნობდნენ ერთმანეთს. სანამ ძალიან 
დაახლოვდებოდნენ, იქამდე ბიზნეს ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც "Destiny’s Child"-ის მოწინავე 
შემსრულებელი ბიონსე სულ რაღაც 18 წლის იყო, ის გამოჩნდა "I Got That"-ში, რომელიც
Roc-A-Fella Records-ში ჩაიწერა. 

თავდაპირველად მხოლოდ ბიზნესი აერთიანებდათ, მაგრამ შემდეგ ჯეი ზიმ ბიონსეში ტალანტი 
გამოარჩია. 2007 წელს, როდესაც ჯეი თავის ალბომს "American Gangsta"-ს აპიარებდა, მაშინ 
ინტერვიუ ჩაწერა Brooklyn-ის მუზეუმში.




ჟურნალისტი: როდესაც შენზე საუბრობენ, ხშირად ახსენებენ ხოლმე Sony-ს...
ჯეი ზი: დიახ, ეს ცხადია, რადგან ბიონსეს აქვს იქ წილი და მე მას კარგად ვიცნობ
ჟურნალისტი: რამდენი ხანია, რაც მას იცნობ?
ჯეი ზი: დიდი ხანია
ჟურნალისტი: მაინც? ათი წელი?
ჯეი ზი: მას შემდეგ, რაც სიმღერების ჩაწერა დაიწყო, სწორედ მაშინ შევხვდი
ჟურნალისტი: არ გახსოვს ეს როდის იყო?
ჯეი ზი: 10 წლის წინ
ჟურნალისტი: არ გაიფიქრე, "ვაუ"?
ჯეი ზი: მე ვთქვი, რომ ეს არაჩვეულებრივი ნიჭი იყო
ჟურნალისტი: ესეიგი სხვა რაღაცებთან შედარებით, ტალანტი პირველ რიგში დაინახე...
ჯეი ზი: ხო, რადგან ის რეპერივით მღეროდა. პირველ სიმღერაში "Wyclef" ის ძალიან სწრაფად მღეროდა და მე გავიფიქრე, რატომ მღერის ასე სწრაფად? ის ჩემს გუნდში იყო და მე ვამბობდი, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო.



დრო გავიდა და ჯეის და ბიონსეს ურთიერთობა საქმიანიდან რომანტიკულში გადავიდა. 
ეს ისე სწრაფად არ მომხდარა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ერთი წლის განმავლობაში 
მეგობრები იყვნენ. ამის შესახებ ბიონსემ ოპრას გადაცემაში ისაუბრა. 


ბიონსე: მე არ ვიქნებოდი ის ქალი, რომელიც ახლა ვარ მასთან რომ არ ვყოფილიყავი. 
მან დიდი საძირკველი მომცა. 
ოპრა: როგორ დაგეხმარა?
ბიონსე: ძალიან ბევრჯერ. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვმეგობრობდით. სანამ შეხვედრას დავიწყებდით, იქამდე სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა. ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო საძირკველია სასიყვარულო ურთიერთობისთვის. ის ჩემთვის იყო ძვირფასი ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონდა.


2001 წელს კი ბიონსემ გაამხილა თავისი წარსულის სასიყვარულო გამოცდილება.
"ხალხი ალბათ გაოცდება, როდესაც ჩემი გამოცდილების უქონლობაზე გაიგებს. როდესაც 12-13 
წლის ვიყავი, პირველი შეყვარებული მყავდა. ეს ურთიერთობა იქამდე გაგრძელდა, სანამ 17 გავხდი. 
ეს საკმაოდ დიდი დროა... მე ყოველთვის ერთგული და ჩამოყალიბებული ვიყავი."

ბიონსემ ასევე თქვა, რომ როდესაც ჯეისთან დაიწყო ურთიერთობა ქალწული იყო. 
"მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ჩვენ ერთად არ გვიცხოვრია. ხომ ხვდებით... ეს ჩემი პირველი 
შეყვარებული იყო და მას შემდეგ მხოლოდ ერთი შეყვარებული მყავდა. ეს - ჯეია."


დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, რადგან ფაქტია, 
რომ 2002 წელს გახმაურდა. მათ ერთად დაიწყეს მოგზაურობა... 

ერთ-ერთი საინტერესო ინტერვიუ ჯეი ზიმ 2003 წელს PLAYBOY-სთან ჩაწერა

.

PLAYBOY: როგორ ფიქრობ, ქალები უფრო ნაკლებად იმსახურებენ ნდობას, ვიდრე მამაკაცები?
ჯეი: არა, მაგრამ ბიჭებს ჩემთან შეხვედრა ფულის გამო არ სურთ და ამიტომ მაგაზე სანერვიულო არ მაქვს.
PLAYBOY: შენ თუ მომავალში ბავშვების ყოლას აპირებ, მაშინ ეს იდეა უნდა დაივიწყო...
ჯეი: დიახ. მე ვსწავლობ, ვიზრდები, ნელა ვიზრდები.
PLAYBOY: შენ ამბავს გვიყვები This Can’t Be Life-ში, როდესაც შენ თითქმის მამა იყავი. მართალია?
ჯეი: დიახ. გოგონას, რომელსაც ვხვდებოდი 4 წლის წინ, მუცელი მოეშალა. მაგრამ მე სასოწარკვეთაში არ 
ჩავვარდნილვარ. არც მიდარდია. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ მე მამობისთვის მზად არ ვიყავი.
PLAYBOY: ეხლა კი ისეთ ქალს ხვდები, რომელსაც შენი ფული არაფერში სჭირდება...
ჯეი: მართლა?
PLAYBOY: როგორ შეხვდი ბიონსეს? 
ჯეი: სულ მას ვხედავდი. ჩვენ არ ვართ დანიშნულები. უბრალოდ კარგად ვართ. კარგი მეგობრები. 
ჩვენ კარგად არც ვიცნობთ ერთმანეთს.
PLAYBOY: უბრალოდ მეგობრები, როგორც შენ და Memphis Bleek-ი?
ჯეი: არა, ბიონსე ქალია. თანაც ძალიან მომხიბვლელი ქალი. მაგრამ ამჟამად ჩვენ მეგობრები ვართ. 
მე და Bleek-ი უფრო მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან, 1994 წლიდან ერთად ვართ. მასსა და ბიონსეს შორის?
ბიონსეს შეუძლია წავიდეს...[იცინის]
PLAYBOY: ისურვებდი, რომ ბიონსე შენი შეყვარებული ყოფილიყო?
ჯეი: ის ლამაზია, ვინ არ ისურვებდა? შეიძლება ერთ დღესაც...

მას შემდეგ კი საკითხავია რომელს აირჩევს ჯეი... 
ჯეი ზიმ და ბიონსემ ერთმანეთს უამრავი სიმღერა მიუძღვნეს. 

გავიდა წლები და ეს ორნი ძალიან მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან, ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. 
ამიტომ დაისვა კითხვა: "როდის აპირებენ დაქორწინებას?". 2007 წელს ჯეიმ თქვა: "ალბათ ერთ 
მშვენიერ დღეს, მაგრამ მოდით ასე დავტოვოთ... არ ვიცი. ასეც ძალიან კომფორტულად ვართ."


ჯეი ზი და ბიონსე, საბოლოოდ, 2008 წლის 4 აპრილს დაქორწინდნენ. ცერემონია დახურული 
იყო. არაფერი არ გახმაურებულა. მაგრამ “I Was Here”-ის ვიდეოში ბიონსემ თავისი ქორწილის კაბა 
გვიჩვენა. შემდეგ კი ელენის შოუში ცერემონიაზეც ისაუბრა. Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში კი 
კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათ ჯერ მყარი მეგობრობა შეინარჩუნეს და შემდეგ დაქორწინდნენ. ამავე 
ინტერვიუში ბიონსემ ისაუბრა ბავშვის ყოლის შესაფერის დროზე. 
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებული ვიყო იმ ქალად გახდომაზე, რომელიც მინდა, რომ 
ვიყო. ჩემი იმპერიის მშენებლობა, სასიყვარულო ურთიერთობა და საკუთარი ღირსება უნდა 
გავაცნობიერო, სანამ დედა გავხდები."


სამწუხაროდ, ეს მათ ურთიერთობაში ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც ბიონსეს 
პირველი ფეხმძიმობის დროს მუცელი მოეშალა. ამაზე მან ოპრას შოუში ისაუბრა. 
"დღესდღეობით ძალიან ბევრი წყვილი იტანჯება ამ პრობლემით. ეს ჩემი წარსულის უდიდესი ნაწილია... 
ეს უპირველესი მიზეზია იმასა, თუ რატომ ვმალავდი ჩემს მეორე ორსულობას. იმიტომ რომ, არ იცი რა 
შეძლება მოხდეს. ძალიან ძნელი იყო, რადგან მთელმა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა იცოდნენ ამის შესახებ 
და ჩვენ ამას აღვნიშნავდით. ეს ძალიან რთული იყო."



ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ბიონსე მეორედ დაფეხმძიმდა. ეს 2011 წელს MTV VMAs-ზე გაამხილა. ბლუ 
აივი 2012 წლის 7 იანვარს დაიბადა. წყვილმა ბავშვის სურათები უფასოდ განათავსეს სოციალურ ქსელში. 
ბლუ ბიონსესთვის დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. Vogue-სთან ინტერვიუში მან თქვა:
"ფეხმძიმობის დროს, ჩვენ ვლაპარაკობდით, მართალია არანორმალურად ჟღერს, მაგრამ მე ვგრძნობდი 
კომუნიკაციას." "ახლა ის ჩემი საუკეთესო მეგობარია." ასევე თქვა, რომ უნდა ბლუს ნორმალური ბავშვობა 
ჰქონდეს. ისიც გაგვიმხილა, რომ კიდევ უნდა შვილი, მაგრამ როდის, ეს არ იცის... 

ჯეი ისეთი მოლაპარაკე ვერ აღმოჩნდა, როგორიც ბიონსე, მაგრამ თქვა, რომ უნდა 
უფრო ფოკუსირებული იყოს ბავშვზე, ვიდრე მუსიკაზე.


და ბოლოს .... ♥ ♥ ♥ 











გადმოიწერეთ Beyonce ს Beyonce ე ჩვენი ბლოგიდან